გაანებივრე შენი ოთხფეხა მეგობრები ვუფის

ზრუნვის სივრცეში

რა გამოარჩევს ვუფის სხვებისგან?

პროფესიონალიზმი

მაღალკვალიფიციური გრუმერისთვის უმცირეს დეტალსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს, როცა საქმე ცხოველის მოვლას ეხება. ჩვენ გვიყვარს, როცა შენს მოლოდინს ყოველ ჯერზე ვაჭარბებთ.

დამოკიდებულება

ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ თითოეული ცხოველი უნიკალურია და ისინი იმსახურებენ ისეთივე სიყვარულსა და ზრუნვას ადამიანებისგან, როგორსაც გასცემენ. ვუფის გრუმერები ყოველთვის მზად არიან გაიცნონ შეიყვარონ და იზრუნონ მათზე.

გარემო

ჩვენთან დაგხვდებათ თანამედროვე აპარატურა და ტექნოლოგიები, თუმცა, ვუფის ზრუნვის სივრცეს განსაკუთრებულ ადგილად ის ღიმილიანი სახეები აქცევს, რომლებიც ყოველთვის მზად არიან, უპასუხონ შენს ნებისმიერ შეკითხვას სიამოვნებით.

სერვისები

ჰიგიენური გრუმინგი გულისხმობს ცხოველის დაბანა-გამოვარცხნას, ყურებისა და თათების მოწესრიგებას (დაჭრა-მოქლიბვა. ცხოველის დაბანა ხდება ARTERO-ს ბრენდის პრემიუმ შამპუნებით, ბალზამებითა და კონდენციონერით.

ჰიგიენური გრუმინგისგან განსხვავებით, მოიცავს როგორც ცხოველის დაბანა-გამოვარცხნას და მოწესრიგებას, ისე ბეწვის შეჭრას და ვარცხნილობის გაკეთებას.

მშრალი გრუმინგი ჰიგიენის დაცვის ერთ-ერთი ტექნიკაა, რომელიც გულისხმობს მშრალი პროდუქტების გამოყენებას ცხოველის თმის, ფრჩხილებისა და სხვა ნაწილების მოსაწესრიგებლად.

თუ შენს შინაურ ცხოველს პოდიუმის ვარსკვლავობისთვის ამზადებ, აუცილებლად დაგჭირდება საგამოფენო ვარცხნილობა, რომელიც თვალისმომჭრელი და კომფორტული იქნება. ვუფის გრუმერები დაგეხმარებიან უნიკალური სტილის შერჩევაში.

ცხოველის ბეწვის შეღებვა ვუფიში ხდება ზონალურად, ჯანმრთელობისთვის 100%-ით უსაფრთხო საღებავების გამოყენებით. ჩვენი პროდუქტები არის ანტი-ალერგიული, არ შეიცავს ამიაკს და არ იწვევს ცრემლიანობას.

პროცედურა გულისხმობს უკანა ტანის ჯირკვლების გასუფთავებას (პროქტიტის გაწმენდა), რომელიც აუცილებელია 3-6 თვის ასაკის ძაღლებისთვის.

ცხოველის ჯანმრთელობა მისი კბილების სიჯანსაღიდან იწყება. კბილების პერიოდული წმენდა ძაღლებს ჯანსაღი კვებითი რეჟიმის შენარჩუნებაში ეხმარება და მათ სხვადასხვა დაავადებებისგან იცავს.

ბლოგი

როგორ შევარჩიოთ ძაღლის ჯიში?

თუ შინაური ცხოველი ჯერ არ გყავს, თუმცა, აპირებ ყველაზე ერთგული მეგობრის შეძენას, აუცილებლად დაგჭირდება რჩევები შენთვის სწორი ჯიშის შესარჩევად. პირველ რიგში, აუცილებელია ცხოველის ხასიათი და