თუ შინაური ცხოველი ჯერ არ გყავს, თუმცა, აპირებ ყველაზე ერთგული მეგობრის შეძენას, აუცილებლად დაგჭირდება რჩევები შენთვის სწორი ჯიშის შესარჩევად.
პირველ რიგში, აუცილებელია ცხოველის ხასიათი და ნირი თანხვედრაში იყოს შენი ცხოვრების წესთან, თუ რამდენად აქტიური და სოციალური ხარ. ასევე, გასათვალისწინებელია ფიზიკური პარამეტრები, მაგალითად ზომა, ბეწვის სიგრძე და სხვ.
თუ სოციალურად და ფიზიკურად აქტიური ადამიანი ხარ და გარეთ ბევრ დროს ატარებ, შესაძლოა შენთვის იდეალური ვარიანტი იყოს ლაბრადორ რეტრივერის, ბიგლის ან ავსტრალიური ნაგაზის აყვანა. ჩამოთვლილი ჯიშები ენერგიულები, სოციალურები და აქტიურები არიან. ისინი საჭიროებენ ყოველდღიურ ვარჯიშს, რაც მათ სრულყოფილ კომპანიონებად აქცევს ლაშქრობის, სირბილის ან თამაშის დროს. აღსანიშნია, რომ ამ ძაღლებს სჭირდებათ სივრცე, როგორც გარეთ, ისე სახლში. ამიტომ, თუ პატარა ბინაში ცხოვრობ, შესაძლოა მათი მოვლა შედარებით რთული ამოცანა გახდეს.
მეორე მხრივ, თუ გაქვს პატარა ბინა, სავარაუდოდ, მეტად გაგიმარტივდება ცხოვრება მალტეზის, კოკისპანიელის ან პუგის ჯიშებთან. ეს ძაღლები ცნობილები არიან თავშეკავებული ხასიათით და დაბალი ენერგეტიკული აქტივობით.
აქვე გეტყვით, რომ გარდა ჯიშებისა, არანაკლებ მნიშვნელოვანია გარემო, რომელშიც ძაღლი შენამდე ცხოვრობდა. ეს შეიძლება იყოს ოჯახი, ქუჩა, თავშესაფარი. ქუჩიდან აყვანილი ძაღლების შემთხვევაში, უნდა გახსოვდეს, რომ ასეთ ძაღლებს აქვთ უცნობი ისტორია და ჯანმრთელობის მდგომარეობა. შესაბამისად, აყვანის შემდეგ რეკომენდებულია გაასინჯოთ ის ვეტერინარს. ოჯახიდან აყვანილ სუფთა ჯიშის ძაღლებზე კი კარგი იქნება გამოიკვლიო მისი წიაპრების ისტორია და იცოდე ვინ არის სელექციონერი.
*აღსანიშნია, რომ ძაღლებს, რომლებიც ცხოვრობდნენ ქუჩებში ან თავშესაფრებში, აქვთ გაცილებით ძლიერი იმუნური სისტემა და არიან მეტად სოციალიზებულები.
შეჯამებისთვის გეტყვით, რომ მოთმინებით, ვარჯიშითა და დიდი სიყვარულით, ნებისმიერ ძაღლს შეუძლია შენი ოჯახის სრულფასოვანი წევრი გახდეს, რომელიც თავისი პოზიტივით და ერთგულებით ცხოვრებას მთლიანად შეგიცვლის.
შენთვის საინტერესო სერვისების ან ინფორმაციის მისაღებად დაჯავშნე ვიზიტი ვუფიში ან დაგვიკავშირდი ნომერზე: 599 22 77 39